რატი იონათამიშვილი: უკვე ფაქტებით ვიცით, რომ პრეზიდენტის საერთაშორისო ვოიაჟები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს

ჩვენ უკვე ფაქტებით ვიცით, რომ პრეზიდენტის საერთაშორისო ვოიაჟები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ის საზიანოა ჩვენი ევროპული არჩევანისთვის. ამის მოკავშირეები პრეზიდენტთან არიან რადიკალური ოპოზიციის წევრები და შესაბამისად, ადვილი გამოსაცნობია, რას ლაპარაკობენ ეს ადამიანები – ისინი ერთად უშლიან ხელს ჩვენი ქვეყნის წინსვლას ევროპულ გზაზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები