“სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, ის საზოგადოებას ჰპირდება, რომ არ დაკარგავს პოზიციებს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში” – გია ვოლსკი

“ფაქტია, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, საზოგადოებას ჰპირდება, რომ არ დაკარგავს პოზიციებს, ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ მგონია, რომ დალაგებული აზრია, რაც გამოხატა. ცოტა აბდაუბდას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ლიდერის შეფასებას. საზოგადოების ქუჩაში გამოყვანა ამა თუ იმ მიზეზით, არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა. ეს ამოცანა მისი ხედვით არის ის მთავარი რესურსი, რაც გამოაცოცხლებს ან გადაარჩენს რადიკალურ ოპოზიციას.

მას არანაირად არ ენდომება, რომ ვინმე სხვა იკავებდეს ან აჯდებოდეს, თუ მოაჯდეს ამ ტალღას, ნებისმიერი ტალღა უნდა, თავისთვის გადმოქაჩოს, რომ თავად იყოს პირველი და ლიდერი. ფაქტია, ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს, არც ლევან ხაბეიშვილისთვის და არც ნიკანორ მელიასთვის არ ემეტება. სააკაშვილი ამბობს, რომ თუკი რაიმე მიზეზით გამოსვლები მაინც შედგება, ის არის ლიდერი და არა ნებისმიერი სხვა.
ახალი ადამიანების შემოყვანა და გაჯანსაღება არ შველის იმას, რომ არსებობს სისხლის ლაქა, რომელიც მან დაამჩნია საქართველოს მისი მმართველობის პერიოდში. ის იყო სადისტი ადამიანი, არის ასეთივე განწყობის, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის მქონე ადამიანი, თუკი ეს მას დასჭირდა, აწამოს და მოკლას. თავის ხელით არა, ჰყავს ამისთვის შესაბამისი ჯგუფები, ჰყავდა შექმნილი და ეს თემა მისთვის მთავარია. ლიდერის პოზიციის დაკარგვა მას არ უნდა და კიდევ ერთხელ უმეორებს, რომ ახალი ხალხით, არა მარტო თვითონ ბარონ მიუნჰაუზენის აზრებით, არამედ გარკვეული ხალხის ჯგუფით კიდევ შემოიჭრება პოლიტიკაში. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტალღა, რომელიც აგორდება, მისი აზრით, იქნება ის ტალღა, რომელიც სააკაშვილს აიტაცებს ზეცაში.

სააკაშვილი ძველი სახეების მოფერებით და ახალი სახეების შემოყვანით ცდილობს, თავის ფანტაზიები თავს მოახვიოს მთელ ქართულ საზოგადოებას. ხან ძველებს მიეფერება, ხან ახლების შემოყვანას დაჰპირდება, ხან ერთი ადამიანის მიმართ გამოხატავს სიყვარულს და ხან მეორე ადამიანის მიმართ. ეს მას ახასიათებს. დაინახა, რომ ძველი სახეები გადანაწილდნენ სხვადასხვა ნიშებში და ახლა ახალ სახეებზე ალაპარაკდა, რომელსაც არა რომელიმე ოპოზიციური პარტია მოაჯდება, არამედ თავად იქნება ამ ტალღის ამგორებელიც, ლიდერიც და წამყვანიც. საზოგადოებას ჰპირდება, რომ ის არ დაკარგავს პოზიციებს. ეს შეიძლება, ამოვიკითხოთ მის ფანტასმაგორიულ განცხადებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წერილში აღნიშნა:
„უკვე არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა, ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის, მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები