პაკისტანში მეჩეთთან აფეთქებას, სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავებულია

პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანია დაღუპული, 70-ზე მეტი დაშავებული.

ამის შესახებ ტელეარხი ARY News იტყობინება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ მასტუნგში ხალხი მეჩეთთან შეიკრიბა, სადაც დღეს მავლიდს -მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაღუპულთა შორის მასტუნგის პოლიციის უფროსის მოადგილე ნავაზ გაშკორია.

პოლიციაში ამბობენ, რომ დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები