რუსეთში ჯარში საშემოდგომო გაწვევა გამოცხადდა

რუსეთში 1-ელი ოქტომბრიდან ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება, თუმცა, დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო დირექტორატის უფროსის მოადგილემ, კონტრადმირალმა ვლადიმერ ციმლიანსკიმ.

მისი თქმით, გაწვევა რუსეთის ყველა შემადგენელ ერთეულში ჩატარდება, გამონაკლისია შორეული ჩრდილოეთის გარკვეული რეგიონები და შორეული ჩრდილოეთის რეგიონებთან გათანაბრებული გარკვეული რაიონები, სადაც ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში 1-ელი ნოემბრიდან – 31 დეკემბრამდე იწვევენ.

გაწვევის ვადა 12 თვეა.

ამასთან, ციმლიანსკის თქმით, გენერალურ შტაბს დამატებითი მობილიზაციის გეგმა არ აქვს.

“ამჟამად, საგრძნობლად გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც გადაწყვიტეს, ნებაყოფლობით ჩაერთონ სამხედრო სამსახურში კონტრაქტით“, – განაცხადა მან.

ციმლიანსკის თქმით, წვევამდელების გაგზავნა 16 ოქტომბერს იგეგმება.

მისი მტკიცებით, მათ დონბასში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში არ გაგზავნიან და არ ჩართავენ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები