პუტინმა “ვაგნერის” ყოფილ მეთაურს მოხალისეთა დანაყოფების ფორმირება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვთან და “ვაგნერის” ყოფილ მეთაურთან – ანდრეი ტროშევთან შეხვედრა გამართა.

როგორც მან ტროშევისადმი მიმართვისას თქვა, „ბოლო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ თქვენ ჩაერთვებით მოხალისეთა დანაყოფების ფორმირებაში, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა საბრძოლო დავალების შესრულება, პირველ ყოვლისა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. თქვენ თავად იბრძოდით ასეთ ქვედანაყოფში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში“.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ “ვაგნერის” ყოფილი მეთაური უკვე მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი ISW აგვისტოში წერდა, რომ “ვაგნერის” მეთაურებმა ორი მებრძოლი, მათ შორის, ტროშევი ღალატში და კერძო კამპანია “რედუტ”-ში გადასვლაში დაადანაშაულეს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები