დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დღეს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ცვლილებების თანახმად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსება გაიზრდება, რაც მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ცვლილებების პროექტში მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ნაცვლად 6.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა 256.7 მლნ ლარით. ბიუჯეტში შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც. იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები