„ნაციონალურ მოძრაობა“ უფრო წვრილ ნამსხვრევებად დაშლას განაგრძობს – ირაკლი ბერაია

„ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერება, რომ ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი გაუგებარი წარმონაქმნი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ ჰქვია, განაგრძობს უფრო წვრილ ნამსხვრევებად დაშლას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყოფილები თუ დღეს არსებულები, ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები ვერც ცალკე და ვერც ერთად, ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დაუშავებენ“, – აღნიშნავს ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები