გივი მიქანაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ის რაც ვერ შეძლეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეძლეს ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების წარმოჩენით
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ახალ ბლოკს, თუნდაც სახეცვლილი მოცემულობით, 2024 წლის არჩევნებზე შანსი არ აქვს.
“ვერც რაიმე ახალ პლატფორმას ნიკა მელიას თაოსნებით და ვერც “ნაციონალურ მოძრაობას” ნიკა მელიასთან ერთად თუ მის გარეშე, ვერანაირი შანსი ვერ ექნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი ინტერესის გარდა, ქვეყნის ზურგზე, არაფერი არ ადარდებთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საბოლოოდ ჩამოიხსნეს ნიღაბი. ის რაც ვერ შეძლეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეძლეს ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების წარმოჩენით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.