ზელენსკი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხში პროგრესს მივაღწიოთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მან ალიანსის ხელმძღვანელთან უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატი განიხილა.
„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატოს წევრი და აუცილებლად გახდება. და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია – ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტური პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს ნამდვილ მშვიდობას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ალიანსში წევრობის საკითხში იყოს პრაქტიკული პროგრესი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.