გია ვოლსკი: ოპოზიცია არ მიიღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას და რასაკვირველია, თემა ისე განვითარდება, როგორც ჩვენ ვპროგნოზირებთ
ოპოზიცია არ მიიღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას და რასაკვირველია, თემა ისე განვითარდება, როგორც ჩვენ ვპროგნოზირებთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ფაქტია, რომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი აშკარად ირღვევა და ამას გარდა, არის მეორე ფაქტორი, რასაც აგრესიის გამოწვევის მექანიზმად გამოიყენებენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
წამყვანის კითხვაზე, რა აზრი აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, თუ მისი აღსრულება ვერ ხერხდება, გია ვოლსკიმ განაცხადა:
„კონსტიტუციის მუხლი უნდა დაიცვა. როგორ შეიძლება თვალდახუჭული იდგე ასეთი აშკარა დარღვევის წინაშე და არ რეაგირებდე“.