განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს რეგიონებში მდებარე 6 საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებთან, ვიცე-რექტორებთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევა საქართველოს რეგიონებში საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრაზე და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიმართულებით მიმდინარეობს.
უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ჯგუფის წევრებს თავიანთი მიგნებები და მოსაზრებები გაუზიარეს.
შეხვედრაზე მოკვლევის ფარგლებში სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.
მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის გივი მიქანაძის თქმით, თემატური მოკვლევის მიზნებია უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების საჭიროებებთან, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობის შესწავლა და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ასევე, უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება.
„ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია თქვენგან მივიღოთ ინფორმაცია და ის პროცესი, რაც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თქვენთან ერთად მივიყვანოთ შესაბამის შედეგამდე. მნიშვნელოვანია, ყველა ის საჭიროება, რომლის წინაშეც რეგიონებში არსებული 6 სახელმწიფო უნივერსიტეტი დგას, იქნას უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლოს იმ სერვისებით, რაც განათლებასთან ხელმისაწვდომობას გულისხმობს”, – განაცხადა გივი მიქანაძე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის, შოთა მესხიას ზუგდიდის, გორის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის, სამცხე-ჯავახეთისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს რეგიონებში მდებარე 6 საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებთან, ვიცე-რექტორებთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
თემატური მოკვლევა საქართველოს რეგიონებში საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრაზე და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიმართულებით მიმდინარეობს.