ირაკლი ჩიქოვანი: ეროვნული ბანკი ახლაც სტაბილურად აგრძელებს მუშაობას – საქართველოს საფინანსო სისტემა ძლიერია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეროვნული ბანკი მუშაობას სტაბილურად აგრძელებს.
ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ძლიერი და სტაბილურია.
“ნაცმოძრაობისა” და რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში ხელოვნური დაძაბულობა შექმნან და ამით საზოგადოებაში დაძაბულობა და აჟიოტაჟი გამოიწვიონ.
ეროვნული ბანკი ახლაც სტაბილურად აგრძელებს მუშაობას. საქართველოს საფინანსო სისტემა ძლიერი და სტაბილურია. დარწმუნებული ვარ, სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდება დადებითად და განვაახლებთ პროგრამას. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ პროგრამის შეწყვეტა არ უკავშირდება ბოლო დროინდელ გარემოებებსა და გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია.