პრემიერი: ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარების მოსმენა, მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?

ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა.

„ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარების მოსმენა. მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება? ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ და მას არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე და გუნდის წევრზე ყოფილი და ყოფილი პროკურორი იყო 10 წლის წინ, მე ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ. აუცილებელია, რომ ჩვენ ასე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია.
მთავარი ჩემი წუხილი რაც მინდა გამოვხატო და გაკვირვება არის ის, რომ არასოდეს არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ არც ერთ სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ახლა ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეხლა მე მგონი, ეს დასამალი არ არის და ყველამ იცის, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები