ალუდა ღუდუშაური – სალომე ზურაბიშვილზე: სულ უფრო რთული ხდება იმ ლაბირინთებში გარკვევა, რასაც ეს ქალბატონი სჩადის
„სულ უფრო და უფრო რთული ხდება იმ ლაბირინთებში გარკვევა, რასაც ეს ქალბატონი სჩადის. თვითონ არის დახლართული, გაუგონარ რაღაცებს აკეთებს და აბსურდშია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ღუდუშაური პრეზიდენტს ურჩევს, რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება.
რაც შეეხება მის ვიზიტებს, ქალბატონი პრეზიდენტი რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, პირდაპირ, ღიად გადავიდა კონსტიტუციის შტურმზე. როდესაც კეთდება რაიმე განცხადებები, თითქოს საქართველო არ დგას ცივილიზებულ სამყაროსთან, ქალბატონი პრეზიდენტი უნდა იყოს აქ მაინც შეუვალი და პრინციპული. მე მას ვურჩევდი და მოვუწოდებდი, რომ იმ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.