რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციებს ერთი ქვეყანა ბლოკავდა
დღეს ევროკავშირის დღის წესრიგში რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხი იდგა, რომლის დაკანონებაც დღის ბოლომდე არ მოხერხდა. როგორც გაირკვა მთელი დღის განმავლობაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ერთი ევროპული ქვეყანა უპირისპირდებოდა. ევროპის მედია საშუალებები მთელი დღის მანძილზე ჩასაფრებულნი იყვნენ ტვიტერზე ბრიტანული გაზეთის „FINANCIAL TIMES „ -ის ჟურნალისტის პიტერ სპიგელის ტვიტებზე, რომელიც სანქციების შესახებ ევროკავშირის დელეგატების მსჯელობის პირველ წყაროს წარმოადგენდა. დაახლოებით 3 საათის წინ შპიგელმა სენსაციური ინფორმაცია წარმოადგინა, როგორც ვარაუდობდნენ ეს ქვეყანა არა სლოვაკეთი ან უნგრეთი, არამედ ფინეთი აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ პიტერ შპიგელმა ევროკავშირის გადაწყვეტილება გაახმაურა, როგორც ჩანს, ევროკავშირის სხვა წევრებმა მოახერხეს ფინეთის გადაბირება და რუსეთს ახალი სანქციები ელოდება. თუმცა შპიგელმა ისიც დაამატა, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის ვითარებაზე დაკვირვების მიზნით რამდენიმე დღე ძალაში არ შევა.