“გირჩევდით, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმოთ ლავროვის განცხადებებს” – ალუდა ღუდუშაური
“საერთოდ არ არის საინტერესო და მე გირჩევდით, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმოთ ლავროვის განცხადებებს”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან სერგეი ლავროვის განცხადებას.
„ჩემთვის არანაირად საინტერესო არ არის, ლავროვი რას იტყვის და რას არა. ლავროვის და ოკუპანტი რუსეთის პოზიცია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით ნათელია, შესაბამისად, მე არ მაინტერესებს, თქვენც გირჩევთ, არ დაინტერესდეთ“, – აცხადებს ღუდუშაური.