ალუდა ღუდუშაური: გაიყარნენ ხაბეიშვილი და მელია, შეიყარნენ ვაშაძე-ხაბეიშვილი
მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„გაიყარნენ ხაბეიშვილი და მელია და შეიყარნენ ვაშაძე-ხაბეიშვილი. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათი ეს დაწყვილება თუ ქორწინება, რა თქმა უნდა, არც საინტერესოა ჩვენი ხალხისთვის და, მით უფრო, არც მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. სულ უფრო ნათელია, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.