„საკითხი პრობლემური არ არის და ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ვტეხავთ“ – ბექა დავითულიანი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე
„საკითხი პრობლემური არ არის და ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ვტეხავთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, არ შეიძლება, ამაზე სისტემამ რეაგირება არ მოახდინოს. სხვა შემთხვევაში ეს სისტემა საერთოდ დაგენგრევა და ევროკავშირი კი არა, არავინ მიგიღებს. გაცხადდა, რომ ამ საკითხზე სისტემას ექნება რეაქცია, იქვე ითქვა, რომ საქართველოს პარლამენტში არ არის უმრავლესობა, რომელიც ამ კანონის მიერ რეაგირებას ბოლომდე მიიყვანს. შესაბამისად, საკითხი პრობლემური არ არის და ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ვტეხავთ“, – განაცხადა დავითულიანმა.