მაია ბითაძე: ირლანდიაში შეხვედრებზე მოლოდინს გადააჭარბა პოზიტიურმა შეფასებებმა სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე
ირლანდიაში შეხვედრებზე მოლოდინს გადააჭარბა პოზიტიურმა შეფასებებმა ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება სტატუსის მიღების თვალსაზრისით ახორციელებს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი მიმართულებები, რაზეც დღევანდელ შეხვედრებზე შეთანხმდნენ, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„ორმხრივი შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს. უკვე გაიმართა შეხვედრები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. ჩვენ მათგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ ყველა პროცესში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებების კუთხით. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა მათმა პოზიტიურმა შეფასებებმა ყველა ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება სტატუსის მიღების თვალსაზრისით ახორციელებს. ის თანამშრომლობა და ახალი მიმართულებები, რაზეც დღევანდელ შეხვედრებზე შევთანხმდით, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.