ბექა დავითულიანი: “ნაცმოძრაობას” ხელისუფლების მოპოვების პერსპექტივა არ აქვს – ჯვარი სწერია ამ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლების მოპოვების პერსპექტივა არ აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობას” ერთად და ცალ-ცალკე ამ ქვეყანაში ხელისუფლების მოპოვების პერსპექტივა არ აქვს. ჯვარი სწერია ამ ქვეყანას, მათ რომ კიდევ ხელისუფლება მოიპოვონ. რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას, მას კეზერაშვილი ძალიან მოსწონდა, სანამ მისი მმართველობის ქვეშ მართავდა პარტიას, მაშინაც იყო კეზერაშვილი იქ. მას ახლა აღარ მოსწონს, რომ ხაბეიშვილზეა ეს ფსონი დადებული კეზერაშვილის მხრიდან და არა მასზე. თავისი შიდა საქმეა, შედეგობრივად არანაირი სხვაობა არ იქნება”, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები