“ნიკა მელიას თუ ელემენტარული თავმოყვარეობა აქვს, როდესაც ხაბეიშვილთან წააგებს რაიმე სახის არჩევნებს, იმის ამბიცია აღარ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკაში საერთოდ რამე აკეთოს” – რატი იონათამიშვილი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
„ნიკა მელიას თუ ელემენტარული თავმოყვარეობა აქვს, როდესაც ხაბეიშვილთან წააგებს რაიმე სახის არჩევნებს, იმის ამბიცია აღარ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკაში საერთოდ რამე აკეთოს. მაგრამ კრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაცებს“ თავმოყვარეობა, განსაკუთრებით პოლიტიკური, როგორც ჩანს ნამდვილად არ გააჩნია. საზოგადოებისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგინეს, ისინი ერთად დალაგდებიან თუ ცალ-ცალკე. ის, რომ დესტრუქციული ძალები არიან და ჩვენი ქვეყანა არაფრად ადარდებთ, ეს უკვე მათმა ამომრჩეველმაც არაერთგზის დაინახა“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.