მამუკა მდინარაძე – პარლამენტში დაპირისპირებაზე: პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს რომ ეს მოისმინოს და ამიტომ ბოდიშს ვიხდი
პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა, ხალხი არ იმსახურებს, რომ ეს მოისმინოს და ამიტომ ბოდიშს ვიხდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი მსგავსი სიტყვები.
„პარლამენტში ჩხუბი და აყალმაყალი რომ იყო, უკადრებელი იკადრეს და გადაგვრიეს ყველა – ამაზე დღეს მომეცა პირველად საშუალება და მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, ერთ მომენტში ჩემი უწმაწური სიტყვები ისმოდა. უკაცრავად, პოლიტიკოსისგან არ არის კარგი მოსასმენი ეს გინება, ისინი შეიძლება 100-ჯერ მეტს იმსახურებენ, მაგრამ ხალხი არ იმსახურებს, რომ ეს მოისმინოს და ამიტომ ბოდიშს ვიხდი”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.