მამუკა მდინარაძე: ელენე ხოშტარია რომ გვიტარებს – არა რუსულ აგენტურას, პარადოქსიც აღარ ჰქვია, ადამიანი სპეციალობით არის რუსეთის უსაფრთხოების სპეციალისტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარადოქსია, როდესაც პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობას რუსეთის აგენტებად მოიხსენიებს, ამავდროულად კი, განათლება რუსეთში აქვს მიღებული და ყოველთვიურად 10 000-ობით დოლარის თანხას იღებს რუსეთიდან.

„ელენე ხოშტარია რომ გვიტარებს – არა რუსულ აგენტურას, პარადოქსიც აღარ ჰქვია. ადამიანი, რომელიც სპეციალობით არის რუსეთის უსაფრთხოების სპეციალისტი, აგერ მტკიცებულება გვაქვს, ხელის გულზე გვიდევს, რომ ადამიანს ერიცხება ყოველთვიურად 10 000-ობით [ჰონორარი]. ერთი ადამიანი მაჩვენეთ დღეს სხვა, რომელსაც რუსეთიდან რაიმე სახის ჰონორარი ერიცხება და ეს ჰონორარი 300 და 500 დოლარის ეკვივალენტს რუბლებში კი არ შეადგენს, 10 000-ობით დოლარის ეკვივალენტს შეადგენს და მეც დავიჯერებ, რომ ეს არის ჰონორარი. ლეგიტიმურია ეს ეჭვი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რომ ეს ჰონორარი არ არის ?! ეს ადამიანი გამოდის და რუსი, რუსი, რუსი – არ ჩერდება. ყველაზე მეტად ეგ ასრულებს დავალებას, რომ რუსები გვეძახოს“, – აღნიშნა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები