„დსრ“-ის მომხრეები დონეცკის ცენტრში გამართული აქციაზე საბჭოთა კავშირის დროშებით შეიკრიბნენ

დღეს დონეცკის ცენტრში ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომელიც 1943 წელს ნაცისტური გერმანიის სამხედრო ძალებისაგან დონბასის განთავისუფლებას მიეძღვნა. აქციაზე რამდენიმე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეომრები და მათი მომხრეები იყვნენ. აქციაზე მრავლად იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშები, თუმცა უმრავლესობას მაინც საბჭოთა კავშირის დროშები წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები