სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები