“ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ, აგრეთვე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვისაც, რომელიც მშვიდობაში, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში მთლიანი ევროპის ინვესტიციას წარმოადგენს” – შალვა პაპუაშვილი

“ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ, აგრეთვე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვისაც, რომელიც მშვიდობაში, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში მთლიანი ევროპის ინვესტიციას წარმოადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ, აგრეთვე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვისაც, რომელიც მშვიდობაში, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში მთლიანი ევროპის ინვესტიციას წარმოადგენს. შესაბამისად, დროა, მიღებულ იქნეს სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს, ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანას, ევროპული დემოკრატიების ერთიან ოჯახს.

და ბოლოს, მსურს, ხაზი გავუსვა ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და რუმინეთს შორის. ჩვენ მოწადინებულები ვართ, კიდევ უფრო განვავითაროთ ეს თანამშრომლობა. ჩვენ, აგრეთვე, იმედს ვამყარებთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნებისადმი ჩვენი რუმინული კოლეგების მხარდაჭერაზე. ჩვენმა კავშირებმა დროს გაუძლო და მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ერთობლივ ევროპულ მომავალში. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ათწლეულში ევროკავშირისა და ნატოს საოცნებო ქოლგა საქართველოს ცაზე გაიშლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები