გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: ეკლესიაზე შეტევა სწორედ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნითაა განპირობებული
“ეკლესიაზე შეტევა სწორედ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნითაა განპირობებული,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს.
„ეკლესიას განიხილავენ როგორც თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთ ბურჯს. არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს. ეკლესიაზე შეტევა სწორედ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნითაა განპირობებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.