დავით მათიკაშვილი – დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე: როგორც კი ობიექტური მდგენელი შემოდის განხილვაში და კვლევითი ორგანიზაციები მიუკერძოებლად იკვლევენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას, სიმართლეც არ აყოვნებს

“როგორც კი ობიექტური მდგენელი შემოდის განხილვაში და კვლევითი ორგანიზაციები მიუკერძოებლად იკვლევენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას, სიმართლეც არ აყოვნებს,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პასუხი ყველა იმ ძალისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც საქართველოს ტყუილს აბრალებს.

“როგორც კი ობიექტური მდგენელი შემოდის განხილვაში და კვლევითი ორგანიზაციები მიუკერძოებლად იკვლევენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას, სიმართლეც არ აყოვნებს. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ბატონი რასმუსენი და რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი ავტორიტეტი. შესაბამისად, ამ კვლევის შედეგად, ყველა იმ ძალას გაეცა პასუხი, სადაც საქართველო დემოკრატიულობის მასშტაბით და ინდექსით წამყვან პოზიციებს იკავებს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით. ეს არის პასუხი ყველა იმ ძალისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გამორჩეულად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც საქართველოს აბრალებს ათას ტყუილს,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა დადებითად არის შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები