ზუკა რურუა: მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები და ეს დაფინანსება ყოფილიყო გარდამავალ პერიოდში

“მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები და ეს დაფინანსება ყოფილიყო გარდამავალ პერიოდში,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუკა რურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონში ცვლილებების შედეგად, მათ, ვინც 2025 წლის 17 დეკემბრამდე არის ჩარიცხული, გაუგრძელდებათ დაფინანსება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები და ეს დაფინანსება ყოფილიყო გარდამავალ პერიოდში. ეს ხელს შეუწყობს სტუდენტებს პირველ რიგში განათლების გაუმჯობესებაში, იმ პროცესში, თითქოს ვიღაცებს ჰქონდათ შიში, რომ დაფინანსება არ გაუგრძელდებოდათ. კანონში ცვლილებების შედეგად, მათ, ვინც 2025 წლის 17 დეკემბრამდე არის ჩარიცხული, გაუგრძელდებათ დაფინანსება“, – აღნიშნა რურუამ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში, 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები