დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ვხედავთ მცდელობას ისევ ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას

“ვხედავთ მცდელობას ისევ ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალები მოქმედებენ როგორც საკუთარი სურვილით, ისე გარე ძალების დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

„ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს მათ კიდევ ერთხელ ნიღაბს ხდის და აჩვენებს, რომ ეს ძალები მოქმედებენ როგორც საკუთარი სურვილით, ისე გარე ძალების დაფინანსებითა და მხარდაჭერით. სურთ შეარყიონ ქართული ეკლესია, სულიერება. შემდგომ, ფიქრობენ, რომ მარტივად შეძლებენ საკუთარი დეგრადირებული დღის წესრიგის განხორციელებას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები