სოფელ ხაშმში, რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში, სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის სპექტაკლი გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულმა თეატრმა პროექტის „მოგზაურობა კახეთში“- ფარგლებში წარმოადგინა სპექტაკლი
„Hellados“.
„კლასიკოსი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები  მარადიულ ღირებულებებზე, სამშობლოზე, მეგობრობასა და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული.
პროექტის მიზანი იყო თეატრის პოპულარიზაცია, კლასიკური ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, მეტი ისეთი ადამიანების წვდომა თეატრალურ ხელოვნებასთან, რომლებიც დედაქალაქის თეატრებში ნაკლებად მოგზაურობენ. პროექტი მიზნად ისახავდა კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, – ნათქვამია საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები