ყარაბაღში საწვავის საწყობში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, 300-მდე დაშავებულია
მთიან ყარაბაღში, ასკერანის რაიონში საწვავის საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 290 დაშავდა.
დაშავებულების სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აღენიშნებათ, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
Armenpress წერს, რომ 7 ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 13-ის ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზას გადასცეს.
როგორც გამოცემას მთიანი ყარაბაღის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, „ბევრი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღეს და მათ შესახებ ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს“.