აშშ-მა ხუთი რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთი რუსული კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები დაწესდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქციები შეეხება ხუთ რუსულ კომპანიას, რომელთა შორის არის მსოფლიოში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელი – VSMPO-AVISMA.

გარდა ამისა, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა 23 ორგანიზაციას სხვადასხვა ქვეყნებიდან – გერმანიიდან, ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ომანიდან, პაკისტანიდან და ფინეთიდან.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, სანქცირებული კომპანიები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები