რუსეთის საჰაერო თავდასხმა ბერისლავზე – დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავზე რუსული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს.
ოფიციალური პირი ადასტურებს 55 წლის მამაკაცის გარდაცვალებას, რომელმაც ბერისლავზე თავდასხმის შედეგად სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
„სულ რუსულმა ავიადარტყმამ ქალაქზე სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ერთი ქალი საავადმყოფოშია.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს! მალე გამოჯანმრთელება დაჭრილებს!“, – აცხადებს პროკუდინი.