თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება

30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, 12:00-17:00 საათზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით, გამართავს ფოლკლორულ კონცერტებს, პერფორმანსებს, წარმოადგენს სამზარეულოს, ღვინის კუთხეებს და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს.
30 სექტემბერს, 15:00 საათზე, გალაკონცერტი „ფოცხიშვილის”, „დიდგორის” და „მართვეს” მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები