პოროშენკომ მარიუპოლში სამხედრო მზადყოფნის რეჟიმის უზრუნველყოფის ბრძანება გასცა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მარიუპოლში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ 9 მაისის მოვლენების გამეორებას არ დაუშვებს. პოროშენკოს თქმით, უკრაინას საკმაო ძალა აქვს იმისთვის, რომ დაიცვას ქალაქიც და ქვეყანაც. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა მხოლოდ ერთს – მშვიდობას ელის. სწორედ ამიტომ, პოროშენკო პუტინთან შეთანხმებაზე წავიდა, მოთხოვნით, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დონბასში მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ქალაქის დაცვისთვის ემზადებიან. „როგორც მთავარსარდალი, მე ყველა ბრძანება გავეცი იმისთვის, რომ მარიუპოლის თავდაცვა და საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა პოროშენკომ.