მოსკოვის აეროპორტში უკრაინის ჰიმნი იმღერეს (ვიდეო)

მოსკოვის აეროპორტ „შერემეტიევო“-ში დაახლოებით 20-მა მგზავრმა აუკრაინის ჰიმნი იმღერა. ზოგ მათგანს უკრაინული სამოსი ეცვა და უკრაინული დროშები ეჭირა. უკრაინული ჰიმნის შესრულების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მოქალაქეების ნაწილმა, რომლებიც აეროპორტში იმყოფებოდნენ, აქციას ყურადღება არ მიაქციეს. ზოგიერთი მათგანი კი ინტერესით აკვირდებოდა.
უკრაინის ჰიმნის შესრულების შემდეგ, მგზავრებმა რამდენიმე ნაციონალური სლოგანის სკანდირება დაიწყეს: „დიდება უკრაინას!“, „დიდება გმირებს!“, „მტრებს სიკვდილი!“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=m0j_ivZzueg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები