რატი იონათამიშვილი: მაღალი პასუხისმგებლობით მივყვებით იმ გეზს, რომელიც უკავშირდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მაღალი პასუხისმგებლობით მიჰყვება იმ გეზს, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება.

„ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გეზს, რომელიც უკავშირდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. ამ თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმ კონსულტაციების საფუძველზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლებზეც ვიმუშავეთ პარლამენტში, ასევე მთავრობის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროაქტიული მუშაობა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და პროგრესული ნაბიჯი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები