ნათია თურნავა: საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული
საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული. აქ საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში და სასამართლო პრაქტიკაც არ გაჩნდეს ისეთი, რომელიც ამაში ხელს შეგვიშლის“, – აღნიშნა თურნავამ.