სეპარატისტებმა კიევს 1200 ტყვე გადასცეს
უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს განცხადებით, პრორუსულმა სეპარატისტებმა კიევს 1200 ტყვე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
„ჩვენ1200 ტყვეს გათავისუფლება შევძელით“, – პოროშენკომ ეს განცხადება მარიუპოლში ვიზიტის დასრულებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე ქალქთან უკრაინელ სამხედროებს და თვითაღიარებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მომხრეებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა.