„დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – თბილისის ცის ქვეშ ღონისძიება გაიმართება

24 სექტემბერს,14 საათიდან  18 საათამდე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ეზო ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის ცის ქვეშ (ყოველწლიური პროექტის მე-10 წელი) ღონისძიება „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ გაიმართება.
პროგრამა:
14:00 – „ილიას შემოქმედება და მოღვაწეობა დღევანდელი რაკურსით“  – მწერალ ბექა ქურხულის საჯარო ლექცია;
14:45 – ლიტერატურული კოსტიუმირებული კომპოზიცია მსახიობების შესრულებით;
15:15 – ტესტური თამაშ-კონკურსი – „როგორ გვახსოვს ილია“;
15:35 – ილია თანამედროვე პოეზიაში, სტუმარი – პოეტი მარიამ წიკლაური;
15:50 – ინტერაქტიური პაუზა – თავისუფალი საუბრები;
16:15 – „ილია ევროპეისტი და მისი ისტორიული კონტექსტი“ – რეჟისორისა და დრამატურგის გიორგი სავანელის საჯარო ლექცია;
17:00 – ლიტერატურულ-კოსტიუმირებული კომპოზიცია მსახიობების შესრულებით (მეორე წარმოდგენა);
17:30 – ტექსტური თამაშ-კონკურსი – „როგორ გვახსოვს ილია“ (განმეორებით, ახალი აუდიტორიისათვის);
17:50 – ილია თანამედროვე პოეზიაში, სტუმარი – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი;
18:00 – შეჯამება, თავისუფალი საუბრები ილიაზე, ინტერაქცია აუდიტორიასთან.

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ერთობლივი პროექტი, „თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით.

მის.: ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები