“პრეზიდენტს და ოპოზიციას ახლა უკვე განვიხილავთ, როგორც ერთ ბანაკში მყოფს, რომელიც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ” – გურამ მაჭარაშვილი
”ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს და ოპოზიციას, როგორც ერთ ბანაკში მყოფს, ისე განიხილავს.
“პრეზიდენტი ჩაერთო ამ საბოტაჟის პროცესში, მას, როგორც ჩანს, არ ეგონა, რომ იუსტიციის სამინისტრო დათანხმდებოდა, შეწყვეტოდა მოქალაქეობა ფარცხალაძეს და საბოტაჟისთვის თქვა ის, რაც თქვა. ახლა დადგა ფაქტის წინაშე, რომ მის ხელმოწერაზეა დამოკიდებული, ფარცხალაძეს შეუწყდეს მოქალაქეობა.
ფარცხალაძეს რომ მოქალაქეობა შეუწყდეს, ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივადაც ისედაც გამართული და სწორი იყო და პოლიტიკურადაც, საზოგადოება დაინახავს, რომ სების გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ის ეხება ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ ფარცხალაძეს და ახლა უკვე ფარცხალაძესაც აღარ შეეხება, რადგან მოქალაქეობა შეუწყდება და ეს არ აწყობს პრეზიდენტს, რადგან საბოტაჟის ნიშნები აღარ იქნება.
პრეზიდენტს და ოპოზიციას ახლა უკვე განვიხილავთ, როგორც ერთ ბანაკში მყოფს, რომელიც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – აცხადებს მაჭარაშვილი.