ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის შემდეგ კანადაში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ჯასტინ ტრუდოს შეხვდება, რომელიც თავის მხრივ დაადასტურებს კანადის მუდმივ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ასევე, უკრაინის განვითარებას რუსეთის აგრესიული ომის დროს.

ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც გააგრძელებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

პრეზიდენტი ზელენსკი პარლამენტში სიტყვითაც გამოვა.

ამის შემდეგ, ტრუდო და ზელენსკი ტორონტოში გაემგზავრებიან, სადაც შეხვდებიან კანადელ ბიზნესლიდერებს, რათა გააძლიერონ კერძო სექტორის ინვესტიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები