ნათია თურნავა: არანაირი საფუძველი არ გააჩნია იმ ხელოვნურად გავრცელებულ შიშს, თითქოს რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას ვინმეს საბანკო სერვისებით სარგებლობისას

არანაირი საფუძველი არ გააჩნია იმ ხელოვნურად გავრცელებულ შიშს, თითქოს რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას ვინმეს საბანკო სერვისებით სარგებლობისას, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და ძლიერი, როგორც არასდროს.

„ალბათ არაა შემთხვევითი, რომ სწორედ ასეთი მგრძნობიარე თემა აირჩია სამიზნედ მავანმა, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს დესტაბილიზაციის მიზნით და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის მიზნით. მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და ძლიერი, როგორც არასდროს. არანაირი საფუძველი არ გააჩნია იმ ხელოვნურად გავრცელებულ შიშს, თითქოს რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას ვინმეს საბანკო სერვისებით სარგებლობისას. ბანკებს საკმარისი ლიკვიდურობა აქვთ, წვდომა საბანკო სერვისებზე ჩვენს სისტემაში დღესაც, ხვალაც და ნებისმიერ დროს იქნება უზრუნველყოფილი. მეტსაც გეტყვით, ფინანსური თვალსაზრისით სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ხორციელდება შეუფერხებლად. ეს არის ტურიზმის აღდგენა, საერთაშორისო ვაჭრობა, გზავნილები და სრული თავისუფალი ხელმისაწვდომობა არის ლარის რესურსზე. აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ შეიქმნება და ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებიან სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკოსის მავნებლურ განცხადებებს“, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები