ლევან იზორია: შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს

შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს და ეს ინფორმაცია არარეალურია, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
“ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არარეალურია. საკონსტიტუციო კომისიას აქვს დიდი დრო მუშაობისთვის. თუ ამ ეტაპზე დაიწყო მსჯელობა, დისკუსია, არ ნიშნავს, რომ ამავე ეტაპზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, კომისიას აქვს მსჯელობისთვის გარკვეული დრო”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შს სამინისტროს ორად გაყოფისა და უშიშროების სამსახურებისა და პოლიციის განცალკევების საკითხი მსჯელობის საგანს ჯერჯერობით არ წარმოადგენს, მაგრამ არსებული რთული სისტემის პირობებში არ არის გამორიცხული სამომავლოდ დღის წესრიგში მისი რეფორმირების საკითხი დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები