“რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადაადგილება ამოქმედდა” – რუსეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი
რუსეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკოსმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე გადაადგილება აღდგა, რომელიც ერთმანეთთან სამ სანაპიროს დააკავშირებს: რუსეთს, თურქეთს და საქართველოს.
ამის შესახებ მან ვლადიკავკაზში თქვა, სადაც რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა.
„ამოქმედდა საბორნე გადაადგილება. ყველას აწყობს, რომ ის სამ ნაპირს დააკავშირებს: თურქულს, რუსულს და ქართულს. ამჟამად ის პატარაა, იტევს 150 სატვირთო მანქანას, და მეორე ბორანი 300-ს ადამიანსაც და მანქანებს დაიტევს, მაგრამ ეს მაინც უმნიშვნელოა”, – თქვა მან.