ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბათუმის უნივერსიტეტში თვითმმართველობის თავმჯდომარის პოსტის გამო სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ თანამდებობაზე 2013 წელს არჩეული ზურა მესხიძე მოითხოვს, რომ თვითმმართველობის წევრებმა მისი უფლებამოსილება ცნონ. მისი თქმით, ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი წლით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი მას სტუდენტის სტატუსთან ერთად თვითმმართველობის თავმჯდომარეობის სტატუსიც აღუდგა.
მესხიძის განცხადებით, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, უჩა აბრამიშვილის მხრიდან თვითმმართველობის კრების მოწვევის დოკუმენტზე ხელმოწერა უკანონოა, რადგან ამის უფლება მხოლოდ მას აქვს, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უჩა აბრამიშვილი კი ამბობს, რომ მესხიძე თავმჯდომარედ აღარ ითვლება, რადგან მას 6 თვეზე მეტი ხნის მანძილზე სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა. აბრამიშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში თვითმმართველობის წესდების თანახმად, საერთო კრება თავმჯდომარეს სტატუსს უწყვეტს.

წყარო: http://tv4.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები