“სამშვიდობო კონტინგენტი კონტაქტზეა მთიანი ყარაბაღის სომხებსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან” – ზახაროვა

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი მთიანი ყარაბაღის სომხებსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონტაქტზე იმყოფება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსული სამშვიდობო კონტინგენტი აგრძელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი სამშვიდობოების უსაფრთხოება უპირობოდ იქნება უზრუნველყოფილი ყველა მხარის მიერ. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა მუდმივ კონტაქტშია ყარაბაღის სომხების და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ცეცხლის შეწყვეტისა და აღნიშნული სამმხრივი შეთანხმებების უმაღლეს დონეზე დაბრუნების მიზნით“, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები