პუტინი ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტით ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოქტომბერში ვიზიტით ჩინეთში ჩავა, სადაც სი ძინპინთან მოლაპარაკებას გამართავს.
ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კრემლის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.