“უკრაინა ტანკებს – M1 Abrams-ებს მალე მიიღებს” – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ტანკებს – M1 Abrams-ებს მალე მიიღებს.

ამის შესახებ მან გერმანიაში “რამშტაინის ფორმატის” საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებისას თქვა.

“ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო უსაფრთხოების დამატებითი დახმარების პაკეტები, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს პაკეტები მოიცავს სასწრაფოდ საჭირო საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალებს და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას. და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ M1 Abrams-ის ტანკები, რომელზეც ადრე შეერთებულმა შტატებმა ვალდებულება აიღო, მალე ჩავა უკრაინაში“, – განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის “აბრამსის” ტანკების გადაცემას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები